„იქნებ ჯობდეს, პრეზიდენტის სიმთვრალე ირწმუნოს მტერმაც და მოყვარემაც, ვიდრე ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები საქართველოში მთლიანად ჩამოშლილია",- ამ სიტყვებიტ ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგის საპასუხოდ გააკეთა.
„არ ვფიქრობ, რომ ალალად დაფიქსირებული ჩემი პოზიციის გამოფენით რაიმე კატასტროფა მოხდა. ეს იყო ჩემი ბუნებრივი რეაქცია, რომელიც ბრიფინგზე პრეზიდენტის არაადეკვატურმა განცხადებებმა და საქციელმა გამოიწვია!
იქნებ ასეთ არაადეკვატურობას მართლაც სიმთვრალე ჯობდეს? იქნებ ჯობდეს, პრეზიდენტის სიმთვრალე ირწმუნოს მტერმაც და მოყვარემაც, ვიდრე ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები საქართველოში მთლიანად ჩამოშლილია! რომ სასამართლო ხელისუფლება და პრეზიდენტი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან!
სამწუხაროდ, პრეზიდენტი იქცა იმ სცენარის რიგით პერსონაჟად, რომელიც ოდესაში დაიწერა და რომლის მიხედვით, საქართველოსგან მიზანმიმართულად უნდა შეიქმნას გაპარტახებული ქვეყნის სურათი!", - განაცხადა კობახიძემ.