ბონდო მძინარაშვილი: სასაცილოა, რომ ესენი იყვნენ საქართველოს პრეზიდენტები და მთავარსარდლები?!
-
+
29 დეკემბერი. 2021. 12:03
ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„წარმოიდგინეთ, სხედან სააკაშვილი და მარგველაშვილი ჰოსპიტლის პალატაში.
ის - საწოლზე, ეს - იქვე, ახლოს მიდგმულ სკამზე.
და ლაპარაკობენ... პუტინზე!
წარმოიდგინეთ?!
მერედა, რა გაცინებთ?!
სასაცილოა, რომ ესენი იყვნენ საქართველოს პრეზიდენტები და მთავარსარდლები?!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.