logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: სააკაშვილი ვერ ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რომ სასჯელის გარკვეული ნაწილი პენიტენციურ სისტემის მიღმა გაატაროს
- +

29 დეკემბერი. 2021. 12:33

 

 

„მსჯავრდებული სააკაშვილი ვერ ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რომ სასჯელის გარკვეული ნაწილი პენიტენციურ სისტემის მიღმა გაატაროს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ბრალდებული და მსჯავრდებული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით თავის სასჯელს უნდა იხდიდეს არა გარე კლინიკაში, არამედ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner