logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ნაადრევად შეჰპარვია ქ-ნ სალომეს ამნეზია...
- +

29 დეკემბერი. 2021. 15:18

 

 

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის სხდომაზე სალომე სამადაშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება, სადაც თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

 

„დღეს სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ასეთი დაკნინებული ეს პარლამენტი 30 წლის მანძილზე არ ყოფილა და ძალიან მტკივნეული საყურებელია ეს ყველაფერიო. ეიჯიზმში არ ჩამომართვათ, მაგრამ ნაადრევად შეჰპარვია ქ-ნ სალომეს ამნეზია და ეტყობა, დაავიწყდა, ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის ნოტარიუსად გადაქცეული პარლამენტი რას წარმოადგენდა. კონსტიტუციის ჯგუფური გაუპატიურება, დრაკონული კანონების მიღება, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე და უამრავი სხვა საძაგლობა. აი ეს იყო სწორედ ძალიან მტკივნეული საყურებელი და შედეგიც მოგიტანათ - ხელისუფლებიდან გასტუმრება“, - წერს Facebook-ზე ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner