logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: არ მოსწონს ოპოზიციას შალვა პაპუაშვილი, ხისტიაო, ისე, ოპოზიციას არაპრინციპული ლიდერი აგერ გყავთ, გორის ჰოსპიტალში!
- +

29 დეკემბერი. 2021. 15:43

 

 

„შალვა პაპუაშვილი, კარგია, შესაბამის და სამართლიან პასუხს თუ გასცემს ოპონენტებს! ჩვენ კი წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი შალვა პაპუაშვილის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის დროს ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ოპოზიციას ჰყავს არაპრინციპული ლიდერი მიხეილ სააკაშვილის სახით.

 

„არ მოსწონს ოპოზიციას შალვა პაპუაშვილი, ხისტიაო, კი გასცეს პასუხი, ხისტი კი არა, პრინციპულია! ისე, ოპოზიციას არაპრინციპული ლიდერი აგერ გყავთ, გორის ჰოსპიტალში! თან, რომ მოგწონთ და ამართლებთ ხოლმე. რაც შეეხება ბატონ შალვა პაპუაშვილს, ძალიანაც კარგია, შესაბამის და სამართლიან პასუხს თუ გასცემს ოპონენტებს! ჩვენ კი წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“,  - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner