„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს მოსამართლე და მისნაირები, აჩენენ უარყოფით აზრებს სასამართლოს შესახებ და სერიოზულად აზიანებენ ამ ინსტიტუტის რეპუტაციას“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მოსამართლე მამუკა წიკლაურზე წერს, რომელიც თელავის რაიონულ სასამართლოში მუშაობს.
ლევან ნიკოლეიშვილი მოსამართლე მამუკა წიკლაურის მიერ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს აქვეყნებს.
„2021 წელი - თელავის სასამართლომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2021 წელი - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2021 წელი - პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ომარ ცისკარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2021 წელი - მკვლელობაში ბრალდებული დავით ნადაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2019 წელი, დეპუტატის მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2014 წელი - თელავის სასამართლომ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიიღო და 22 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2013 წელი - კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილი ძალოვანი, ილია ნატროშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
საეჭვოა ისიც, თუ რატომ ხდება სწორედ ამ მოსამართლის მიერ დამნაშავეების გირაოთი გამოშვება. გამოსავალი კი ერთია, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მოსამართლე წიკლაური საკითხის შესწავლა და შესაბამისი ზომების მიღება!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.