„ამათ ლოგიკას რომ ვუსმენ, ბოლოს სად ჩავალთ, იცით? ბოლოს ჩავალთ იქ, რომ პატიმარი ციხეში არ შეიძლება გადაყვანილი იყოს, რადგან ძალიან ინერვიულებს,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პატიმრის უფლებებზე საუბარი უხერხულია.
„ახალი ტერმინებიც მოიგონეს - ფარმაკოლოგიური წამება. წამება რა იყო, ეს სამწუხაროდ ვნახეთ 2012 წლამდე. ბოლოს მივალთ იქამდე, რომ თუ პატიმარი ინერვიულებს, უნდა გადაიყვანოს თუ არა ის ციხეში. პასუხი არ ვიცი. წავიდეთ ევროპაში, ვიკითხოთ. თუ ამაზე ვინმე სერიოზულ პასუხს გაგვცემს, მერე ჩვენც სერიოზულად გავაგრძელებთ მსჯელობას“, - განაცხადა მდინარაძემ.