„მოსამართლე საკუთარ საქმიანობაში დამოუკიდებელია. ის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით იღებს გადაწყვეტილებებს და ემყარება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, სხვა კანონებს და ასევე თავის შინაგან რწმენას. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე, მაგრამ როცა სამოსამართლო ისტორიაში შენ მიერ განხილული საქმეების ირგვლივ ამდენი კითხვის ნიშანია, კეთილი უნდა ინებო და დაფიქრდე - გადაწყვეტილების მიღებისას იყო კანონი თუ იყო მხოლოდ შინაგანი რწმენა“, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურზე წერს.
„მოვითხოვ, შესწავლილ იქნეს მოსამართლე მამუკა წიკლაურის საქმიანობის ისტორია! თქვენ იპოვით არაერთ სკანდალურ და საეჭვო საქმეს!!!
2021 წელი - თელავის სასამართლომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2021 წელი - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2021 წელი - პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ომარ ცისკარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2021 წელი - მკვლელობაში ბრალდებული დავით ნადაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2019 წელი, დეპუტატის მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2014 წელი - თელავის სასამართლომ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიიღო და 22 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2013 წელი - კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილი ძალოვანი, ილია ნატროშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.