logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: მამუკა წიკლაურის მსგავსი მოსამართლეები სახელს უტეხენ მოსამართლეთა მთელ კორპუსს
- +

29 დეკემბერი. 2021. 18:48

 

 

„მამუკა წიკლაურის მსგავსი მოსამართლეები სახელს უტეხენ მოსამართლეთა მთელ კორპუსს. კიდევ რამდენი უკანონობა უნდა ჩაიდინოს მამუკა წიკლაურმა, ყურადღება რომ მიაქციონ შესაბამისმა სამსახურებმა?“ - ამის შესახებ ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს და თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მამუკა წიკლაურის სასამართლო გადაწყვეტილებებს აქვეყნებს.

 

„მოსამართლე“ მამუკა წიკლაურის სკანდალური და საეჭვო საქმეები, რომლებიც აუცილებლად იმსახურებს სასწრაფო შესწავლას!!!

 

2021 წელი - თელავის სასამართლომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

 

2021 წელი - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

 

2021 წელი - პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ომარ ცისკარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

 

2021 წელი - მკვლელობაში ბრალდებული დავით ნადაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

 

2019 წელი, დეპუტატის მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

 

2014 წელი - თელავის სასამართლომ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიიღო და 22 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

 

2013 წელი - კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილი ძალოვანი, ილია ნატროშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური“, - წერს ნინო ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner