logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: საამიროების ეროვნულ ნავთობკომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების საკითხები განვიხილეთ
- +

29 დეკემბერი. 2021. 20:10

 

 

არაბთა გაერთიანებული საამიროებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საამიროების ეროვნული ნავთობკომპანიის (ENOC) ხელმძღვანელებთან. დელეგაციაში შედიოდნენ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აგრეთვე სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

 

„ეს არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრეიდერი,  მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც, ზოგადად, ენერგეტიკაში  მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის.  კომპანია დაინტერესებულია ჩვენი დერეფნით და, აქედან გამომდინარე,  ვისაუბრეთ ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნავთობკომპანია ENOC დაარსების დღიდან დუბაის მთავრობის განკარგვაშია. კომპანიის ბიზნესინტერესები მოიცავს ნავთობის და გაზის ძიება-მოპოვებას, გადამუშავებას და ვაჭრობას, სატერმინალო მომსახურებას, საავიაციო და საპოხ-საცხები მასალებით ვაჭრობას.

 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა შემდგომი თანამშრომლობის საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას კომპანიის კუთვნილი ნავთობპროდუქტების ევროპის ბაზარზე გატანის მიმართულებით. ითქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება მუშაობა, რომლის დროსაც შესწავლილი იქნება სამომავლო კომერციული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner