logo_geo
eng_logo
ნინო გოგორიშვილი: მე ვერ ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი
- +

29 დეკემბერი. 2021. 21:02

 

 

„მე ვერ ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ვთვლი, რომ უნდა შეწყდეს ნებისმიერი კომენტარი და ლაპარაკი ჩემსა და ჰოსპიტლის შესახებ“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, ნიკა გვარამიამ მედიასთან გააჟღერა ინფორმაცია, რომელიც მისგან მიიღო, მაგრამ ინტერპრეტირებული ისე, როგორც გვარამიას აწყობდა.

 

„ფსიქოლოგიური ტრავმა მე მივიღე მაშინ, როცა ვუყურებდი პირდაპირ ტრანსლაციას ნიკა გვარამიას ინტერვიუს სახით, როდესაც გამოვიდა ჰოსპიტლიდან და ტელემედიას მისცა თავისი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია იყო მიღებული ჩემგან, მაგრამ ინტერპრეტირებული ისე, როგორც აწყობდა მას. ასე რომ, ეს ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი. მას შემდეგ, რაც გაიჟღერა ნიკას გვარამიას არხით და უშუალოდ ნიკა გვარამიასგან, მე ვერ ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, ამ მომენტში უნდა შეწყდეს ნებისმიერი კომენტარი და ლაპარაკი ჩემი პიროვნებისა და ჰოსპიტლის შესახებ“, - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

 

28 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა, ექიმმა ნიკა გვარამია არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner