logo_geo
eng_logo
ევროკავშირის, ნატოსა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება
- +

29 დეკემბერი. 2021. 21:48

 

 

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 83 ხმით, 2 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს.

 

კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის.

„ახალი პროექტით, ნებისმიერი პირი თუ შებღალავს საერთაშორისო ორგანიზაციის სიმბოლოს, დროშას ან გერბს უცხო სახელმწიფოსას, რომელთანაც საქართველოს აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები და ეს სიმბოლოები არის აღმართული საჯარო დაწესებულებების მიერ, საჯარო დაწესებულებაში ან მის წინ, მაშინ ეს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იქნება 2000 ლარი ან ადმინისტრაციული პატიმრობა“, - განაცხადა მომხსენებელმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner