logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-მა სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლაზე სწორედ იმ დროს მიიღო ინფორმაცია, როცა მან საზღვარი არაკანონიერად და არალეგიტიმურად გადმოკვეთა
- +

30 დეკემბერი. 2021. 00:33

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სუს-მა სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლაზე სწორედ იმ დროს მიიღო ინფორმაცია, როცა მან საზღვარი არაკანონიერად და არალეგიტიმურად გადმოკვეთა.

 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ტარდებოდა დაკავების ოპერატიული ღონისძიებები და შეირჩა ზუსტად ის ადგილი და ის დრო, სადაც ის იმყოფებოდა მარტო და ნაკლები იყო შანსი ფიზიკური დაპირისპირებისა.

 

„ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიებები, ვგულისხმობ დაკავების ღონისძიებას და შეირჩა ზუსტად ის ადგილი და ის დრო, სადაც ის იმყოფებოდა მარტო და ნაკლები იყო შანსი ფიზიკური დაპირისპირებისა. ის მარტო არასდროს არ იმყოფებოდა. დეტალებს გამოძიება დაადგენს. როგორც ვიცი, მისი გადაადგილების შესახებ ბრიფინგიც ჩატარდა და იქაც ითქვა, რომ ყოველთვის გადაადგილდებოდა თანმხლებ პირებთან ერთად, რაც აყვანისას იყო მომატებული საფრთხე. ისიც მინდა გითხრათ, რომ შსს-მ ოპერაცია ჩაატარა ძალიან მაღალ დონეზე. შეძლეს კარების გაღება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველა დეტალი იყო გათვლილი სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად. ეს იყო წარმატებული დაკავების ოპერაცია. თანმხლები პირები უშუალოდ მის მანქანაში არ ფლობდნენ შეიარაღებას, თუმცა თანმხლებმა პირებმა შესაძლოა დისტანციით ერთობლივი გადაადგილებაც აწარმოონ, ასე, რომ ეს რისკები სრულად იყო გათვლილი“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner