logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: ეს არის იმ შურისძიების და დეზინფორმაციული პროპაგანდის გაგრძელების ჩვეულებრივი სცენა, დღეს არის ქოლცენტრი, მანამდე იყო სხვა თემა
- +

30 დეკემბერი. 2021. 00:34

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, დეზინფორმაციული პროპაგანდაა ის, რომ თითქოს გრიგოლ ლილუაშვილი ე.წ ქოლცენტრების ბიზნეს ლობირებს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ეს ბრალდებები მისი და სუს-ის წინააღმდეგ შურისძიება და დეზინფორმაციული პროპაგანდაა.

 

„პერიოდულად ეძებენ საკითხებს, რომლითაც ცდილობენ სამსახურისა და პირადად ჩემ დამცირებას. ეს უწყება სადაც ჩვენ ვიმყოფებით, აქტიურად არის ჩართული ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამის საუკეთესო მაგალითი იყო, ცოტა ხნის წინ უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ღონისძიება, სადაც ჩვენ სამსახურს ჰქონდა ლომის წილი და სწორედ თაღლითობისა და ფინანსური დანაშაულის ბრძოლის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ ვავლენთ და მომავალშიც გამოვავლენთ ნებისმიერ დანაშაულს, რაც უკავშირდება ფულის გათეთრებას, ფინანსურ დანაშაულს, თაღლითობასა და ასე შემდეგ. გეცოდინებათ Moneyval, რეპუტაციულად ყველაზე მაღლა მდგომი ორგანიზაცია, ეს არის ტერორიზმისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი ორგანიზაცია, ალბათ, ნახავდით მის შეფასების დოკუმენტსაც, სადაც საქართველო და კონკრეტულად ჩვენი უწყება არის აღმატებულ ხარისხში აყვანილი, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი წამყვანი უწყება. იქ ასეთი ფრაზაც არის აღნიშნული, რომ უწყებას გააჩნია, კარგად განვითარებული პრაქტიკა, ინფრასტრუქტურა და საკადრო რესურსი, რათა კვლავაც განაგრძოს ამ მიმართულებით წარმატებული საქმიანობა“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner