logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: შენ რომ დამპალ ვაშლს ყიდულობ, გოლდენი გგონია და გიხარია, მე რა გიშველო?
- +

30 დეკემბერი. 2021. 02:33

 

 

„როცა შენი შვილის პედაგოგი არის ისეთი ავადმყოფური აზროვნების, რომ პატრიარქზე ასეთი ფორმით წეროს და ამ დროს იძახოს - ევროპული აზროვნების ვარო, თუ შენც მსგავსი მდაბიო არ ხარ, რა გიხარია და რით ამაყობ?” - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე ალიკა კუპრავას მიერ გავრცელებულ ფეისბუკ სტატუსს, რომელიც პატრიარქის და შალვა პაპუაშვილის შეხვედრას შეეხებოდა.

 

„ნამდვილად არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფრესკოში ყიდულობს პროდუქტს, ტვ პირველის და „მთავარის“ სჯერათ და შვილების ილიაუნში სტუდენტობაზე ოცნებობენ. პირველ ორ პუნქტზე არაფერს ვიტყვი (უჩემოდაც იცით), მაგრამ როცა შენი შვილის პედაგოგი არის ისეთი ავადმყოფური აზროვნების, რომ პატრიარქზე ასეთი ფორმით წეროს და ამ დროს იძახოს - ევროპული აზროვნების ვარო, თუ შენც მსგავსი მდაბიო არ ხარ, რა გიხარია და რით ამაყობ? არ მითხრათ ახლა კოჰაბიტაციის და განათლების სამინისტროს ბრალიაო. კი ბატონო, მაგათაც აქვთ თავიანთი ლომის წილი, მაგრამ შენ რომ დამპალ ვაშლს ყიდულობ, გოლდენი გგონია და გიხარია, მე რა გიშველო?“ - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner