logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი უკლებას კანდიდატურა დამტკიცდა
- +

2 აგვისტო. 2016. 22:26




თბილისის საკრებულომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი უკლება დაამტკიცა.


გიორგი უკლებას კანდიდატურას მხარი 27-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო, ორმა კი თავი შეიკავა.


გიორგი უკლებას განცხადებით, იგი ამაყობს პოლკოვნიკის წოდებით და იმით, რომ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.


მისივე თქმით, ზედამხედველობის სამსახური მაკონტროლებელი ორგანოა და შესაბამისად, მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე კითხვებს არ უნდა იწვევდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner