logo_geo
eng_logo
ჩოხატაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა
- +

30 დეკემბერი. 2021. 12:08

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა ჩოხატაურში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მეხანძრე-მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და მოსასვენებლად ყველა პირობა ექნებათ შექმნილი. თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ასევე, სამზარეულო და სასწავლო ოთახები, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით. ჩოხატაურის ახალ სახანძრო-სამაშველო შენობაში მოწყობილია 4 ავტომობილზე გათვლილი სადგომი. განყოფილება უზრუნველყოფილია სარეზერვო წყლის სისტემით, ეზოში განთავსებულია სპეციალური სავარჯიშო კოშკურა.

 

ახალ შენობაში სულ 18 თანამშრომელი იმუშავებს. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის გარდა, ჩოხატაურის განყოფილებაში განთავსდება სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფიც.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის რეგიონებში სახანძრო-სამაშველო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაწყებულია სახანძრო სამაშველო შენობის მშენებლობა კასპში და ხულოში, რომელიც 2022 წელს დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner