„ბ-ნი პაპუაშვილის განცხადებები იყო პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს და აქვე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებმა სასამართლოს ავტორიტეტი მძიმე დარტყმის ქვეშ დააყენა.
„ვფიქრობ, რომ არის უმძიმესი სურათი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, 5 მოსამართლე საუბრობს სარჩელების შეცვლის და სხვადასხვა ტიპის საპროცედურო დარღვევებზე, რომელიც დადასტურების შემთხვევაში, მე ვფიქრობ უმძიმეს დასკვნას იძლევა და უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. არც ერთი მოსამართლე არ ადასტურებს ზეწოლის ფაქტს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბ-ნი პაპუაშვილის განცხადებები იყო პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი და ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლოს იმიჯი და ავტორიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, დააყენა ასეთი მძიმე დარტყმის ქვეშ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.