logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: სიმართლე სინათლეაო და რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას „გმირთა გმირი“, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება პატიმრობის წლები
- +

30 დეკემბერი. 2021. 16:22

 

„პატიმარ მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი უახლოესი გარემოცვისთვის, ძალიან რთულია რეალობასთან შეგუება, სიმართლის დანახვა და მოსმენა, ალბათ განსაკუთრებულად რთული ყოფილი თანამებრძოლებისგან ნათქვამი მწარე სიმართლეა. სიმართლე სინათლეაო და რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას ,,გმირთა გმირი“, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება პატიმრობის წლები“, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს, სადაც ჩერგოლეიშვილი წერს, რომ სააკაშვილის მისი გარემოცვა ატყუებდა, როცა უმტკიცებდა, რომ მიშას გარეშე ყველა ნულია და მისი ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემსო.

 

„პატიმარ მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი უახლოესი გარემოცვისთვის, ძალიან რთულია რეალობასთან შეგუება, სიმართლის დანახვა და მოსმენა, ალბათ განსაკუთრებულად რთული ყოფილი თანამებრძოლებისგან ნათქვამი მწარე სიმართლეა. სიმართლე სინათლეაო და რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას „გმირთა გმირი“, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება პატიმრობის წლები.

 

ძნელია დაეთანხმო, მაგრამ, ამავდროულად შეუძლებელია, არ დაეთანხმო თამარ ჩერგოლეიშვილს - სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, მას დაეხმარება შეიგნოს:

 

ა) რომ ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის;

 

ბ) რომ მისი გარემოცვა მას ატყუებდა, როცა უმტკიცებდა, რომ მიშას გარეშე ყველა ნულია და მისი ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს და გააქცევს;

 

გ) რომ ამ ტყუილებს თვითონ ითხოვდა, იმიტომ რომ რეალობის მიღება არ სურდა და ვინც რეალობას ანახებდა, მათ მოღალატეებად რაცხავდა;

 

დ) რომ ჩვეულებრივი ადამიანია - არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის;

 

ე) იმისთვის, რომ ციხიდან გამოვიდეს, ბიძინა უნდა დასუსტდეს/დამარცხდეს და სააკაშვილზე ფოკუსირება ბიძინას აძლიერებს. რაც მალე შეიგნებს ამ ყველაფერს, მით მალე გახდება უკეთ. დიდი ხანია სააკაშვილი პირველ რიგში საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.

 

სამწუხაროდ, მას არ აღმოაჩნდა საკმარისი მეგობარი, რომელიც საკუთარი თავისგან გადარჩენაში დაეხმარებოდა. ეგებ ახლა გამოიჩინონ გონიერება, პატიმარი ადამიანის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე იზრუნონ და გადადონ გვერდზე სიმძიმის ცენტრიდან პირადი გამორჩენის მიზნები“,  - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner