logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ნამდვილად მართალს ამბობს! ამბობს იმას, რაც რეალობაშია და რომლის დანახვა მიშას და მის მიშისტ-ტროცკისტებს არ სურთ
- +

30 დეკემბერი. 2021. 14:25

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ტაბულას“ დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს ეხმაურება, რომელიც აღნიშნავს, რომ სააკაშვილს მისი გარემოცვა ატყუებდა, როცა უმტკიცებდა, რომ მიშას გარეშე ყველა ნულია და მისი ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს და გააქცევს.

 

„იცით, როგორი „თაყვანისმცემელი“ ვარ ამ ნეოტროცკისტ კოლონტაი-ჩერგოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ქრისტესფეხისმკვნეტელი და ღვთისმგმობელი ნამდვილად მართალს ამბობს! ამბობს იმას, რაც რეალობაშია და რომლის დანახვა მიშას და მის მიშისტ-ტროცკისტებს არა და არ სურთ! აი, თამარასთანა ასეთ „ჭაობისტების“ (ასე უწოდებდა ტროცკი მის გუნდიდან გასულ ოპოზიციონერებს) გარდა! თუმცა ჩემი რჩევაა: ჩერგო-კოლონტაებს არავითარი პოლიტიკური დანდობა, ვინაიდან ისინი ნეოტროცკისტები არიან და გვახსოვდეს ძველი სიბრძნე: „ძაღლი ძაღლის ტყავს უფრთხილდება და ბოლომდე არასდროს არ ხევს!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner