logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციურ სპექტრში ის ერთ-ერთი, მაგრამ ამასთან ერთადერთი რადიკალურად განწყობილი ძალაა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ „პოლიტიკურ ვაის“ ხვდება, ხედავს და სათქმელსაც პირდაპირ ამბობს
- +

30 დეკემბერი. 2021. 14:40

 

„მიხეილ სააკაშვილო, ის (ერთ დროს შენი გუნდის წევრს მაინც მოუსმინე) შენთვის სასიკეთოს წერს და ამბობს“, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, რომელიც აზიარებს თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს, სადაც ჩერგოლეიშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და თამარ ჩერგოლეიშვილის პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა, უნდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციურ სპექტრში ის ერთ-ერთი, მაგრამ ამასთან ერთადერთი რადიკალურად განწყობილი ძალაა რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ „პოლიტიკურ ვაის“ ხვდება, ხედავს და სათქმელსაც პირდაპირ ამბობს. მიხეილ სააკაშვილო, ის( ერთ დროს შენი გუნდის წევრს მაინც მოუსმინე) შენთვის სასიკეთოს წერს და ამბობს. აბა, ნიკა გვარამიამ და შექმნილმა პოლიტიკურმა ილუზიებმა უკვე დაგაქცია და წაგაქცია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner