logo_geo 06:57
პარასკევი. 21 მარტი. 2025
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის
- +

30 დეკემბერი. 2021. 14:52

 

„სააკაშვილი ამ ტყუილებს თვითონ ითხოვდა, იმიტომ რომ რეალობის მიღება არ სურდა და ვინც რეალობას ანახებდა, მათ მოღალატეებად რაცხავდა“, - ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე წერს.

 

მისი თქმით, სააკაშვილი ჩვეულებრივი ადამიანია და ის არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის.

 

„სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, მას დაეხმარება, შეიგნოს:

 

ა) რომ ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის;

 

ბ) რომ მისი გარემოცვა მას ატყუებდა, როცა უმტკიცებდა, რომ მიშას გარეშე ყველა ნულია და მისი ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს და გააქცევს;

 

გ) რომ ამ ტყუილებს თვითონ ითხოვდა, იმიტომ, რომ რეალობის მიღება არ სურდა და ვინც რეალობას ანახებდა, მათ მოღალატეებად რაცხავდა;

 

დ) რომ ჩვეულებრივი ადამიანია - არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის;

 

რაც მალე შეიგნებს ამ ყველაფერს, მით მალე გახდება უკეთ. დიდი ხანია სააკაშვილი პირველ რიგში საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი. სამწუხაროდ, მას არ აღმოაჩნდა საკმარისი მეგობარი, რომელიც საკუთარი თავისგან გადარჩენაში დაეხმარებოდა. ეგებ ახლა გამოიჩინონ გონიერება, პატიმარი ადამიანის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე იზრუნონ და გადადონ გვერდზე სიმძიმის ცენტრიდან პირადი გამორჩენის მიზნები“, - წერს ჩერგოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up