logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - უჩინარი გმირები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე
- +

30 დეკემბერი. 2021. 15:04

 

პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს, უწყების ყველა თანამშრომელსა და ხელმძღვანელობას მადლობას უხდის.

 

„მადლობა მის თითოეულ თანამშრომელს და ხელმძღვანელობას იმ ყოველდღიური უჩინარი გმირობის გამო, რომელსაც ყოველდღიურად სჩადიან და რომელსაც ვერ ვხედავთ. მადლობა ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს ამ გუნდის შეთანხმებული და ეფექტიანი მუშაობისათვის.

 

ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხები - უსაფრთხოება, ქვეყნის შიგნით და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიკორუფციული და პრევენციული ქმედებები და ა.შ. სწორედ ამ უწყების თანამშრომლების მუხლჩაუხრელ შრომას უკავშირდება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სწორედ ამ საკითხების მიხედვით საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო მოწინავე პოზიციებს ფლობს“, - წერს ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner