„არაპატრიოტული და უპასუხისმგებლო", - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე რატი ბრეგაძე. ამის შესახებ ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან მეორე დღესვე შენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ლანძღვა დაიწყო და "ჯარს სუსი დაასვეს თავზე" ტერმინი გამოიყენო, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, რბილად რომ ვთქვათ არაპატრიოტული და უპასუხისმგებლოა", - წერს რატი ბრეგაძე.