logo_geo
eng_logo
ჯანმოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ცუნამიზე საუბრობენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ პანდემიის მწვავე ფაზა 2022 წელს დასრულდება
- +

30 დეკემბერი. 2021. 15:30

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის შტამებს „ომიკრონი“ და „დელტა“ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი ტალღის გამოწვევა შეუძლია. ამის შესახებ BBC წერს.

 

„დელტა“ და „ომიკრონი“ ახლა ორმაგი საფრთხეა, რომელსაც ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდისკენ მივყავართ, რაც თავის მხრივ მკვეთრად გაზრდის ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს. ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ „ომიკრონი“, რომელიც უფრო გადამდებია და „დელტასთან“ ერთდროულად ცირკულირებს, დაავადებულთა რაოდენობის ცუნამის იწვევს“, - აცხადებს გებრეიესუსი.

 

ჯანმოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ „ომიკრონისა“ და „დელტას“ გავრცელება გიგანტური წნეხი იქნება ჯანდაცვის გამოფიტულ სისტემებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელს მსოფლიოში კორონავირუსით 3,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, 2020 წელს კი 1,8 მილიონი. ამასთან გებრეიესუსი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და მიიჩნევს, რომ 2022 წელს პანდემიის მწვავე ფაზა დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner