logo_geo
eng_logo
კახეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს
- +

30 დეკემბერი. 2021. 15:44

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეს ქალაქ ახმეტაში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სპეციალურ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მორების გადამუშავებისგან მიღებული 4,1 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

 

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner