დავით მათიკაშვილის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა პერმანენტული პროცესია, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე გრძელდება. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„2012 წლიდან დღემდე პერმანენტულად მიმდინარეობს მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში. საკანონმდებლო ინიციატივა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ სწორედ ამას ემსახურება. არის [განკუთვნილი] სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, მოსამართლეთა თავისუფლებისთვის, მათი უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვისთვის და ამავდროულად სადისციპლინო არსენალში შუალედური, ნაკლებად მძიმე სადისციპლინო სახდელების დაწესებისთვის, რომელიც მოსამართლეებს პირიქით, მეტ თავისუფლებასა და თავისუფალი საქმიანობის მეტ გარანტიას შეუქმნის“, - აცხადებს მათიკაშვილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, 2012 წლის სიტუაციიდან განსხვავებით სასამართლოს ენდობა და ეს ნდობა მკაფიოდ არის გამოხატული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ კვლევების შედეგებში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.