logo_geo
eng_logo
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდა
- +

30 დეკემბერი. 2021. 20:18

 

პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპრექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში -ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით  მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა.

 

 

 

კანონს დაემატა ტერმინი - „ბრენდის გაფართოება“. დაწესებულება ვალდებული იქნება არ დაუშვას იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner