„გუნდის ნდობას ავანსად ვიღებ, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ვარ გუნდში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ავანსად ვიღებ გუნდის ნდობას და ვცდილობ, ჩემი საქმიანობით ნდობა, რომელიც გამომიცხადა ჩვენმა გუნდმა, პარლამენტმა და საზოგადოებამ ჩემი შრომით და საქმიანობით გავამყარო.
გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახას საქმიანობას ოპოზიციაც ისევე დადებითად აფასებდა, როგორც უმრავლესობა და მნიშვნელოვანია, ეს კულტურა დამკვიდრდეს.“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.