logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის ნებას არ აღიარებს
- +

31 დეკემბერი. 2021. 00:32

 

„პოლარიზაციის პრობლემა მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს დემოკრატიას, ანუ ხალხის ნებას, არჩევანს და არ აღიარებს კანონის უზენაესობას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რთულია თანამშრომლობაზე საუბარი, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და არ დაუბრუნდება იმ მთავარ პრინციპებს, რომელზეც სახელმწიფო დგას.

 

„თავდაპირველად, ბოიკოტში 60 დეპუტატი იყო, შემდეგ კი კლება დაიწყო და დღეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“ დარჩენილი. არა მხოლოდ ბოიკოტში, ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის, სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებაში, რომელიც ჰქონდათ, მარტო იყვნენ და ამ აქციებში სხვა პოლიტიკური პარტიები არ შეუერთდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner