შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები, სურსათი, ტკბილეული გადასცეს, ბავშვები კი ველოსიპედებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრეს.