logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: მაღალი ეკონომიკურ ზრდა, თავის მხრივ მეტ საბიუჯეტო შემოსავლებსაც ნიშნავს, რომელიც კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად
- +

31 დეკემბერი. 2021. 13:18

 

„ნოემბერში 12%-იანი და პირველი 11 თვის საშუალო 10.7%-ის დონეზე ნიშნავს იმას, რომ 2021 წელი კიდევ უფრო მეტად უახლოვდება თავის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი სიგნალია როგორც საგარეო პარტნიორებისთვის, ასევე თავად ქართული საზოგადოებისთვისაც, რომელსაც ამ გზით ეძლევა შესაძლებლობა დააბალანსოს ფასების ზრდის გამოწვევა ქვეყანაში,“ - ასე გამოეხმაურა თსუ ეკონომიკის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ვახტანგ ჭარაია „საქსტატის“ მიერ 2021 წლის ნოემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის გამოქვეყნებას.

 

მისი თქმით, მაღალი ეკონომიკურ ზრდა, თავის მხრივ, მეტ საბიუჯეტო შემოსავლებსაც ნიშნავს, რომელიც კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად.

 

„მთლიანობაში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის შეიძლება გამოიყოს: ინვესტიციების, ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, ტურიზმის, საფინანსო სექტორის და სხვათა მნიშვნელოვანი პროგრესი წინა წელთან შედარებით. ცალკეული მიმართულებებით შედეგები პრე-პანდემიურ პერიოდსაც კი აღემატება, რაც ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებაზე მეტყველებს და მოსალოდნელია, რომ 2022 წელს შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, თუ კოვიდ პანდემიამ რაიმე განსაკუთრებული გართულებები არ მოუტანა საქართველოს და მსოფლიოს,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner