logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ლონდა თოლორაიას განცხადებაზე: თანამშრომლების როლის დაკნინებაა თუ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის, როგორც პიროვნება, ერთადერთი გარანტორია დამოუკიდებლობის და პრინციპულობის
- +

31 დეკემბერი. 2021. 13:51

 

 

„თანამშრომლების როლის დაკნინებაა თუ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის, როგორც პიროვნება, ერთადერთი გარანტორია დამოუკიდებლობის, პრინციპულობისა და მიუკერძოებლობის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თავის თანამშრომლებზე იდგა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

 

მისი თქმით, საჯარო სამსახურში მთავარი შემოქმედები საჯარო მოხელეები არიან და ისინი ამ სამსახურში რჩებიან.

 

„ამა თუ იმ დაწესებულების ხელმძღვანელზე ჩამოკიდება არასწორია და ეს არის საკუთარი თანამშრომლების როლის დაკნინებაა, თუ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის, როგორც პიროვნება არის ერთადერთი გარანტორი დამოუკიდებლობის, პრინციპულობისა და მიუკერძოებლობის.

 

ვფიქრობ, ყველა სამსახური, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, პირველ ყოვლისა, იდგა თავის თანამშრომლებზე. ეს თანამშრომლები ამ უწყებაში რჩებიან. საჯარო სამსახურში მთავარი შემოქმედები საჯარო მოხელეები არიან და ისინი ამ სამსახურში რჩებიან. როცა არის ისეთი მიდგომა, თითქოს ერთი ადამიანი არის პროფესიონალიზმის მთავარი ფაქტორი, ეს თავის თავში აჩვენებს, რამდენად არასწორია დამოკიდებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner