logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მხარდაჭერაში დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს
- +

2 აგვისტო. 2016. 23:50


 

„BBC"-ს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დასავლეთის ქვეყნებს თურქეთში სახელწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

 

„სამწუხაროდ, დასავლეთი მხარს უჭერს ტერორს და შეთქმულების მონაწილეებს. ის, ვინც მეგობარი გვეგონა, მეამბოხეებისა და ტერორისტების უკან დგანან", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას.


ერდოღანმა გააკრიტიკა გერმანია, რომლის სასამართლომ აკრძალა ერდოღანის ვიდეომიმართვა, რომელიც მის მომხრეებს ეკუთვნოდა და რომლებმაც კიოლნში გასულ უქმეებზე დემონსტრაცია გამართეს. პრეზიდენტის თქმით, ანკარამ აშშ-ს ხელისუფლებას უკვე მეორედ გაუგზავნა მოთხოვნა თურქი სასულიერ პირის ფეთჰულა გიულენის თურქეთისთვის გადაცემის შესახებ, მაგრამ კვლავაც უარი მიიღო.


გარდა ამისა, ერდორანის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა არ ასრულებს ვალდებულებებს მიგრანტებთან დაკავშირებით, მიუხედავად თურქეთის ძალისხმევისა, მიგრაციული ნაკადის შესაჩერებლად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner