logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: მგონია, რომ ეკონომიკა სწორ რელსებზე დგას
- +

31 დეკემბერი. 2021. 18:01

 

 

„საგარეო ვაჭრობის კუთხით, იანვარ-ნოემბრისთვის მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ 12 მილიარდ 800 მილიონ დოლარზე მეტია. აქაც ექსპორტის ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც 24%-ით არის გაზრდილი წინა წლის მაჩვენებლებთან მიმართებით,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

„ერთი სიტყვით, მგონია, რომ სწორ რელსებზე დგას ეკონომიკა და ეს თუ შევინარჩუნეთ, მომავალ წელს გაცილებით უკეთესი სიტუაცია იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის. მთავარ გამოწვევად მაინც რჩება მაღალი ინფლაცია და კოვიდი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მომავალ წელს, ამ ორივე პრობლემას მნიშვნელოვნად შევამცირებთ“, - აღნიშნა ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner