logo_geo
eng_logo
როგორ შეხვდნენ ახალ წელს ავსტრალიაში
- +

31 დეკემბერი. 2021. 18:02

 

 

ავსტრალიაში ახალი წელი დადგა. სიდნეიში 2022 წელს ტრადიციული გრანდიოზული ფოიერვერკებით შეხვდნენ, რომელიც 12 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მართალია, სიდნეი კორონავირუსის ომიკრონის შტამით გამოწვეულ ახალ ტალღას ებრძვის, თუმცა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას საახალწლოდ გარეთ გასვლისა და ახალი წლის აღნიშვნისკენ მოუწოდა.

 

სიდნეის ფოიერვერკების გრანდიოზული საახალწლო შოუსთვის 80 ათასზე მეტი ერთეული პიროტექნიკა გამოიყენება. 2022 წლის აღსანიშნად, სიდნეის ოპერის სახლში საახალწლო კონცერტიც იმართება, რომელიც „ეი-ბი-სის“ სატელევიზიო ეთერით გადაიცემა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner