logo_geo
eng_logo
ლადო კახაძე: გიგა ბათიაშვილი... მშვიდობით, მარადისობის მშვენო უკვდავებავ...
- +

31 დეკემბერი. 2021. 17:54

 

 

არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის გარდაცვალებას პარლამენტის წევრი ლადო კახაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„გიგა ბათიაშვილი...

უფლის მიერ ნაბოძები სიცოცხლე ციდან გამოტანებული ნიჭის რეალიზაციას ხმარდება. ფორმისა და შინაარსის თანხვედრა, თვითმყობადი სიზუსტით, უიშვიათესი მოვლენაა. სიყვარულის მოლეკულარული მდგენელი სიკეთეა, მისი გამოვლენის ყველა დასაშვები ფორმით. ამ კონსტრუქციის სიყვარულით შექმნილი კი უკვდავობის ნიმუშს წარმოადგენს. უკვდავობას კი ვერავინ მოერევა...

 

გიგა ბათიაშვილი, ჩემთვის ძია გიგა (მისგან ნებადართული მიმართვის ფორმა) ალბათ იმიტომ მოვიდა ამ სამყაროს, რომ კაცთა მოდგმისათვის გამორჩეული და თვითმყობადი გზის მშენებლობის უპირატესობა ეჩვენებინა. ამის პოლიგონიცა და გალერეაც თბილისი გახლდათ. ქალაქი, რომელმაც იცოდა და მინდა მჯეროდეს, მომავალშიც ეცოდინება უანგარობის დაფასება. თამასა ჯერჯერობით მიწვდომელ სიმაღლეზეა დატოვებული... მშვიდობით, მარადისობის მშვენო უკვდავებავ...“ - წერს ლადო კახაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner