logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ზამთრის კურორტებზე სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით ვხვდებით
- +

31 დეკემბერი. 2021. 19:57

 

 

ზამთრის კურორტებზე სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით ვხვდებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ტურისტულ სექტორს პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, თუმცა აქაც მინდა ვთქვა, რომ 55%-ით არის აღდგენილი შემოსავლები ტურისტული სექტორიდან. სხვათა შორის ლარის კურსის სტაბილურობა არის იმის დამსახურება, რომ ტურისტული სექტორი ნორმალური ტემპით ვითარდება. ფრენები თითქმის 100%-ით არის აღდგენილი და პრაქტიკულად ყველა ავიაკომპანია, რომელიც პანდემიამდე ოპერირებდა, დაუბრუნდა ჩვენს ბაზარს. ზამთრის სეზონი იწყება, მნიშვნელოვანია, რომ ოთხივე ზამთრის კურორტზე ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე ტურისტებს. ჩვენ ვხვდებით განახლებული ინფრასტრუქტურით, მესტიაში ახალი თანამედროვე საბაგირო ამოქმედდა. იცით, რომ ბაკურიანშიც ჩვენ წინა პერიოდში დიდველის საბაგიროები განვაახლეთ და გავაფართოვეთ. ვემზადებით 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში უნდა ჩატარდეს და რაც მთავარია მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების წესები იმისთვის, რომ ნაკლები იყოს პანდემიისგან გამოწვეული ზიანი და დაავადების გავრცელების რისკი. ჩვენ მზად ვართ, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ყველას, ვინც ეწვევა ჩვენს ზამთრის კურორტებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner