logo_geo
eng_logo
„ჩვენს გუნდში დასახელებული პირები მოქალაქეებს ბოთლით არ აუპატიურებდნენ!“
- +

3 აგვისტო. 2016. 00:07



ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში „ქართული ოცნების" პრიორიტეტებს უსვამს ხაზს და ასევე აღნიშნავს, რომ მათ გუნდის მთვარი ამოცანა სახელმწიფოში სტაბილურობის შექმნაა:


„განსხვავება ის არის, რომ ჩვენს გუნდში დასახელებული პირები მოქალაქეებს ბოთლით არ აუპატიურებდნენ, არც სიცოცხლეს ართმევდნენ...  „ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც სახელმწიფოში სტაბილურობა შექმნა, საერთაშორისო მხარდაჭერა გააძლიერა და ინვესტიციების მოსაზიდად კარგი გარემო შექმნა. დღის წესრიგში სოციალური პროგრამები ისევ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება, ამასთან, მეტი გააქტიურებაა საჭირო მიტაცებული ქონების დასაბრუნებლადაც. უამრავი დაზარალებულის მოთხოვნა შესრულდა, თუმცა ეს კიდევ მცირე რაოდენობაა იმასთან შედარებით, რაც უნდა გაკეთდეს", - აღნიშნა ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner