საქართველოს პირველი არხის ეთერში ლატარიის „აიცერი და მოიგე“ წლის შემაჯამებელი გათამაშება გაიმართა.
დოლურაში მოთავსებული იყო 1 222 349 ბილეთი, ანუ ყველა იმ ადამიანის ბილეთი, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდსაწინააღმდეგო აცრა.
წლის შემაჯამებელ გათამაშებაში გამოვლინდა გამარჯვებული, რომელმაც 100 000 ლარი მოიგო.