logo_geo
eng_logo
თბილისში მონუმენტების განთავსება ახალი წესით განხორციელდება
- +

3 აგვისტო. 2016. 00:24



ცნობილი პიროვნებებისთვის მემორიალური დაფის განთავსება გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ხოლო ძეგლის დადგმა 20 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.


თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცვლილება შევიდა დადგენილებაში, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის, ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილება შეესაბამება დასავლურ პრაქტიკას.


როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, თბილისის მერიასთან ერთი წელია არსებობს სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან მერიის, საკრებულოს, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები. აღნიშნული კომისია ცნობილი პიროვნებებისათვის დაფისა თუ ძეგლის დადგმის საკითხს განიხილავს. ტალიაშვილის განმარტებით, კომისიის მუშაობის პერიოდში გამოვლინდა საკითხები, რომელიც რეგულირებას საჭიროებს.

 

„შესაბამისად, გადავწყვიტეთ შემოვიღოთ გარკვეული ვადები იმასთან დაკავშირებით, როდესაც ხდება ამა თუ იმ პიროვნების პატივსაცემად მემორიალური დაფის ან ძეგლის განთავსება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაწესებთ გარკვეულ ზღვარს. ეს გულისხმობს იმას, რომ გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ შესაძლებელია მემორიალური დაფის განთავსება, ხოლო გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე განიხილება საკითხი ძეგლის დადგმის შესახებ", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


მისივე თქმით, მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში პიროვნებისადმი გარკვეულ აღიარებას დრო სჭირდება. როგორც ტალიაშვილმა აღნიშნა, მხოლოდ ამ დაწესებული ვადების შემდეგ გადაწყდება პიროვნებისათვის ძეგლის თუ მემორიალური დაფის განთავსების საკითხი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner