logo_geo
eng_logo
თემურ ბასილია: საქართველომ თავისი საგარეო ვალების დასაფარავად 24 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს!
- +

3 აგვისტო. 2016. 00:56



ყოფილი ვიცე-პრემიერი, პოლიტიკური დევნილი თემურ ბასილია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს საგარეო ვალები გამოჰყვა, მაგრამ, მისივე თქმით, ეს თანხები დღევანდელთან შედარებით უმნიშვნელოა.


„მომდევნო 10 წელიწადში საქართველომ თავისი საგარეო ვალების დასაფარავად 24 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს! მე ეს თანხა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე - 3 მილიონ 700 ათასზე გავყავი და მივიღე დაახლოებით 6500 დოლარი.

 

საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე საქართველოს რუსეთის, უკრაინისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გარკვეული რაოდენობით ვალები გამოჰყვა, ანუ დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვალებით დავიწყეთ არსებობა. თუმცა, ის ვალები დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით სასაცილოდ მოჩანს.

 

რუსეთთან და უკრაინასთან საქართველოს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა და მათი მოვალეობა არც არის გასაკვირი. თუმცა, ფრიად გაუგებარია, რანაირად აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა სომხეთის მოვალე, რომლის მთელი ტრანზიტი მუდამ საქართველოზე იყო დამოკიდებული! იმ პერიოდში დიდი განუკითხაობა სუფევდა. ჩვენთან მომხდარმა პუტჩმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მოშალა, რითაც ისარგებლეს ანტისახელმწიფოებრივმა ელემენტებმა და ჩვენს სამშობლოს უცხო ქვეყნების ვალები აჰკიდეს. ამის მიუხედავად, ეს თანხებიც უმნიშვნელოა დღევანდელთან შედარებით", - ამბობს თემურ ბასილია.



ბასილიას თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ ვალებმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია და მათი 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა.


„სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ ვალებმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია! მინდა, გაგანდოთ მარტივი სტატისტიკა: 2003 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გახლდათ 2,8 მილიონი დოლარი. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, ანუ როცა სააკაშვილის რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაცილეს, ქვეყნის საგარეო ვალი 13,3 მილიარდ დოლარს აღწევდა, ანუ ავბედითი 9 წლის განმავლობაში თითქმის 5-ჯერ გაიზარდა!", - განცხადა თემურ ბასილიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner