logo_geo
eng_logo
ადგილობრივი მედიის ცნობით, საბერძნეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს
- +

2 იანვარი. 2022. 17:51

 

 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის კაცს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის სახლში ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა.

 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე 4-5 გასროლის ხმა გაიგეს. მოგვიანებით პოლიციამ საცხოვრებელ სახლთან 3 ვაზნა იპოვა.

 

კაცი მისი მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.

 

საუბარია, სავარაუდოდ, ერთ პირზე. პოლიცია ანგარიშსწორების ვერსიას განიხილავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner