„ისრაელის მთავრობამ 60 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებისა და სამედიცინო პერსონალისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ავადობის მიმდინარე ტალღის განმავლობაში, ახალი ინფექციების რაოდენობამ დღიურად შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაიტარონ აცრები, ატარონ ნიღბები და მიიღონ ზომები რისკის ქვეშ მყოფთა დასაცავად.