logo_geo
eng_logo
ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოკვლა სცადეს
- +

3 იანვარი. 2022. 10:24

 

ჰაიტიზე უცნობმა თავდამსხმელებმა ქალაქ ლე გონაივის საკათედრო ტაძართან ცეცხლი გახსნეს, როდესაც იქიდან ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი გამოდიოდა. ინფორმაციას teleSURtv ავრცელებს.

 

ეს ყველაფერი 2 იანვარს, ჰაიტის დამოუკიდებლობის 218 წლისთავის აღნიშვნისას მოხდა. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლე გონაივში დღესასწაულთან დაკავშირებით საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი დაესწრო.

 

საკათედრო ტაძრიდან გამოსვლისას გაისმა სროლა. ინციდენტი ვიდეოზე დაფიქსირდა.

 

უსაფრთხოების სამსახურმა მინისტრთა კაბინეტის უფროსი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. ის არ დაშავებულა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

 

https://www.telesurtv.net/news/haiti-primer-ministro-sale-ileso-atentado-20220102-0002.html

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner