აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„დილით კორონავირუსი დამიდასტურდა. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, კორონავირუსზე ტესტი მოვითხოვე. მსუბუქი სიმპტომები მაქვს და ჩემი ექიმის მითითებებს ვიცავ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.