logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: მარგველაშვილმა ნაციონალების მხარდაჭერა უკვე ღიად დააფიქსირა
- +

3 აგვისტო. 2016. 01:10



პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ლალი მოროშკინა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილზე და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე საუბრობს.


როგორც მოროშკინამ აღნიშნა, პრეზიდენტმა „ცეცხლზე ნავთი დაასხა" და „ნაციონალურ მოძრაობას" საჯაროდ თანადგომა გამოუცხადა.


„პაპუაშვილი თავისთავად დესტაბილიზაციაა ქვეყანაში. ამიტომ მისი განცხადებები საზოგადოებამ ისე აღიქვა, როგორც იმსახურებდა. მაგრამ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო მარგველაშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა. პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის გარანტი უნდა იყოს, ისედაც სამოქალაქო დაპირისპირების მყოფ ქვეყანაში ცეცხლზე ნავთი დაასხა და ნაციონალების მხარდაჭერა უკვე ღიად დააფიქსირა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმ დაძაბულობისკენ, რაც ოქტომბერში გველოდება! ისიც საკითხავია ოქტომბრამდე თუ მივალთ",- განაცხადა მოროშკინამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner