logo_geo
eng_logo
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა
- +

3 იანვარი. 2022. 19:26

 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 12-15 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა.

 

გარდა ამისა, უწყებამ ასევე დაუშვა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება.

 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარმა, ჯანეტ ვუდკოკმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია, გამაძლიერებელი დოზა, პირბადის ტარება და დიდი თავშეყრის ადგილების თავიდან აცილება კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად რჩება.

 

8 დეკემბერს, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, მათი ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner