logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენმა ნატოს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა
- +

4 იანვარი. 2022. 00:50

 

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატოს მოკავშირეებთან ერთად რუსეთის სამხედრო აქტიურობა განიხილა“, - ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„დღეს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის „ბუქარესტის ცხრიანის“ (B9) ჯგუფს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი სამხედრო აქტიურობა განიხილეს. მხარეებმა ასევე განიხილეს ნატოს ერთიანი პოზიციის საჭიროება მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და ნატოს წესდების მე-5 მუხლის მიმართ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner