logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი გია ხუხაშვილზე: ღვარძლს რომ ვერ იკავებ და უსაქმური ჭორიკანასავით „პოლიტოლოგობ“, ცოტა არ იყოს, ტეხავს
- +

4 იანვარი. 2022. 18:40

 

 

„ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ლიდერია და ამ პოსტზე მორგებულ ფუნქციას მშვენივრად უმკლავდება და ნაცებსაც უსრულებს, მათ მეკავშირეებს და „ოცნებაზე“ დაბოღმილ ამა თუ იმ ფინანსურ ნაკადების კალაპოტებში ვერმოხვედრილ ფულის მონებსაც“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი, რომელიც გია ხუხაშვილის ფეისბუქ-სტატუს ეხმიანება.

 

„რისი ექსპერტი ხარო, უკითხავთ ერთხელ - და ძალიან რთული შეკითხვა დამისვითო, დაფიქრებულა. არც ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით შემხვედრია სადმე, არადა, ანალიტიკურ დანაყოფებში 2002 წლიდან ვმუშაობ და მეცოდინებოდა. აი, მესამე ნიში ნამდვილად ათვისებული აქვს - დაბოღმილი ვერცხლისმოყვარე ჭორიკანების. 2013 წლისთვის წარმოსახვაში ოქროს პირამიდა რომ გექნება უკვე აგებული და საპნის ბუშტივით რომ გაგისკდება, მაგრამ ვერშემდგარი „გევურქ გევურქოვის“ სინდრომი და არშემდგარი „სახლების მეპატრონის“ ფანტომური ტკივილები რომ გაწუხებს დღემდე - ღვარძლს რომ ვერ იკავებ და უსაქმური ჭორიკანასავით „პოლიტოლოგობ“, ცოტა არ იყოს, ტეხავს. ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ლიდერია და ამ პოსტზე მორგებულ ფუნქციას მშვენივრად უმკლავდება და ნაცებსაც უსრულებს, მათ მეკავშირეებს და „ოცნებაზე“ დაბოღმილ ამა თუ იმ ფინანსურ ნაკადების კალაპოტებში ვერმოხვედრილ ფულის მონებსაც. ფულის სუნზე დაგეშილები კი ყველაში გულისრევას იწვევენ, ნაცებშიც და ქოცებშიც და იმ ბიზნესმენებშიც, რომლებსაც თავის ჭკუაში „პალაჟენიას“" უყენებდა, „პიქსელში“ კარდინალივით რომ იჯდა“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner